გოგას კარგი მატჩი, თუმცა მარცხი ლიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 თებერვალს, "ინდიანა პეისერსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 103:95 დასრულდა. 

გოგა ბითაძემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/3 ორქულიანი), 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია გოგას 3 პერსონალური ჯარიმაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი +3 გახლდათ. 

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. 

კარგი მატჩი ჩაატარა დაგ მაკდერმოტმაც, რომელმაც
18 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

რაც შეეხება "იუტა ჯაზს", შესანიშნავად იასპარეზა გუნდის ლიდერმა დონოვან მიტჩელმა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა "მსუყე" ორმაგი დუბლი შეასრულა. რუდის ანგარიშზე 16 ქულა, 16 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ. 

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. "პეისერსს" 12 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. 

თავის მხრივ, "იუტას" 19 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგას. ასევე 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოგებათა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ლიგის საუკეთესო გუნდია (ჯერჯერობით).

"ინდიანა" მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს. "იუტა" 10 თებერვალს "ბოსტონს" დაუპირისპირდება. 

altმამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან

altგოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა მეტი ანალიზის უნარი გმართებთ
თქვენ თუ გოგას პროგრესს ვერ ხედავთდა მარტო სამიანებს უყურებთ
ვერაა კარგი. რეები უკეთა სახელოვან ცენტრებს
თვალები სად გაქვთ?
თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მწვრთნელმა რომ
ირწმუნა გოგასი და მნიშვნელოვან წუთებს ანდობს.
თენგო
21:47 08-02-2021
1
"ყველაფერი ამის გათვალისწინებით მარგი ქმედების ბლა ბლა ბლა, ეგ ევროპაშია, აქ +3 ნიშნავს რომ მისი მოედანზე ყოფნის დროს ინდიამან ჩააგდო +3 ქულა, სულ რო 5 დაკარგვა და 0 ქულა ქონდეს და 5 წუთი ითამაშოს და ამ დროში ინდიანამ გაქცევა მოახერხოს 10:0 ეგ მაჩვენებელი იქნება +10.
რა მაფიაა?
20:09 08-02-2021
0

სიახლეები პოპულარული