კარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 111:105 დაამარცხა. 

ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "ოქროსშტატელთა" მთავარმა ვარსკვლავმა სტეფ კარიმ, რომელიც 2020/21 წლების სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს. დღევანდელ შეხვედრაში სტეფის ანგარიშზე 40 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა გახლდათ.  "ოქროს ბიჭუნამ" 10 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის მე-17 შემთხვევა გახლდათ, როდესაც სტეფმა პერიმეტრიდან 10-ზე მეტჯერ შეძლო ჩაგდება. შემდეგ 5 მოთამაშეს კომბინირებულად 15 ასეთი თამაში აქვს. 

კარგი მატჩი ჩაატარა ენდიუ უიგინსმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7
მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა. 

გამოირჩა კელი უბრეც, რომელმაც თავი 17 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ძალიან კარგ სეზონს ატარებს "ორლანდოს" ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩიც, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 25 ქულის, 13 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის მოგროვება მოახერხა. 

ტერენს როსის ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება გახლდათ. 

14 გამარჯვებითა და 12 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "მეჯიქს" 9 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. 

"ორლანდო" მომდევნო მატჩს ხვალ, 13 თებერვალს, "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს. 

რაც შეეხება "უორიორსს", ისინი 14 თებერვალს "ბრუკლინს" დაუპირისპირდებიან. 

altდონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

alt"შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 2 /
10 და მეტი და არა 10-ზე მეტი
ზვიადი
17:47 12-02-2021
0
კარიმ მე-17 თამაში ჩაატარა სულ კარიერაში, რომელშიც 10-ზე მეტი სამქულიანი ჩააგდო. მეორე ადგილზე მოქმედი მოთამაშეებიდან კლეი ტომპსონია, მას 5 ასეთი თამაში აქვს, სადაც 10-ზე მეტი სამიანი ჩააგდო.
Baxt
14:50 12-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული