სუპერდუეტმა 64 ქულა დააგროვა და "პორტლენდი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 თებერვალს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 118:111 დასრულდა. 

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება დედაქალაქელთა ლიდერი, ბრედლი ბილი, რომელმაც დღეს 37 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია, რასელის 7 დაკარგვაც, რაც ზედმეტად ბევრია. 

რაც შეეხება "პორტლენდს", ფანტასტიკურად ათამაშდა დემიენ ლილარდი, რომელმაც დღეს 35 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

"ტრეილბლეიზესის" თურქმა ცენტრმა,
ენეს კანტერმა თავი 19 ქულით, 13 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა. 

ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, "ვაშინგტონი" 10 მოგებთადა 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. 

თავის მხრივ, "პორტლენდი"  18 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთში მე-5 ადგილს იკავებს. 

"ვაშინგტონი" მომდევნო მატჩს 23 თებერვალს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს, "პორტლენდი" ამავე რიცხვში "ფინიქსს სანსს" დაუპირისპირდება. 

altმარის 50 ქულა, ევროპელის სამმაგი! "დენვერის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

altემბიდის 50 ქულა და გამარჯვება! კამერუნელი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული