გოგა დიდი დროით დაბრუნდა, ქართველის მორიგი კარგი თამაში დაცვაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს "მაიამი ჰიტმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 137:110 დასრულდა.

"პეისერსის" რიგებში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ. ქართვეკმა მოედანზე 17:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგამ არცერთი შეცდომა არ დაუშვა და 2 პერსონალური ჯარიმა დაიმსახურა.

მალკომ ბროგდონმა თავი 27 ქულას, 3 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

რაც შეეხება "მაიამის", საუკეთესო ბემ ადებაიო გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე
დაფარება მიითვალა.

ჯიმი ბატლერმა აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

18 გამარჯვებითა და 22 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ "ჰიტი" 22 მოგებითა და 20 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 21 მარტს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული