დღეს, 20 მარტს "მაიამი ჰიტმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 137:110 დასრულდა.
"პეისერსის" რიგებში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ. ქართვეკმა მოედანზე 17:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგამ არცერთი შეცდომა არ დაუშვა და 2 პერსონალური ჯარიმა დაიმსახურა.
მალკომ ბროგდონმა თავი 27 ქულას, 3 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა.
რაც შეეხება "მაიამის", საუკეთესო ბემ ადებაიო გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
ჯიმი ბატლერმა აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
18 გამარჯვებითა და 22 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ "ჰიტი" 22 მოგებითა და 20 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები 21 მარტს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.