"ინდიანამ" შესაძლოა ბითაძე გამოცდილ ცენტრში გაცვალოს

AutoSharing Option
25 მარტს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშეების გაცვლა დასრულდება. ერთ-ერთ ვარიანტად ჯავალ მაკგის "ინდიანაში" გადასვლა, ხოლო საპასუხოდ "პეისერსიდან" ქართველი გოგა ბითაძის მიღება განიხილება.

"ინდიანას" ძირითად ხუთეულად დომანტას საბონისი, მალკომ ბროგდონი, მაილის ტერნერი, კარის ლევერტი და ტიჯეი უორენი განიხილება (როდესაც ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელდება), მათ კი ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეზე მეტად გამოცდილი და "დაღვინებული" ჯამალ მაკგი უფრო გამოადგებათ.

ამჟამად "კავალიერსის" ცენტრი მაილის ტერნერის იდეალური შემცვლელი და ამავდროულად, მოედანზე ერთად თამაშის შემთხვევაში კარგი მეწყვილე იქნება.
მაკგის, ფარის დაცვასთან ერთად, შეტევით ფუნქციაში აგრესია არ აკლია. ფაქტობრივად,
შეიძლება ითქვას, რომ 36 წუთზე თუ დავითვლით (რა დროსაც ტერნერი მოედანზე ატარებს), მაკგის ქულებიც, მოხსნებიცა და შედეგიანი გადაცემებიც მეტი აქვს. რეალურად, ამ გაცვლის შემთხვევაში მაკგი შესაძლოა სულაც ძირითად ხუთეულში ჩაჯდეს და მაილისმა მეორე ხუთეულის ლიდერობა იტვირთოს.

რაც შეეხება ბითაძეს, გოგა, მიუხედავად ტრავმებისა, მაინც ბოლომდე იხარჯება, რათა სეზონის მიმდინარეობაში გუნდის როტაციაში მოხვდეს და წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ალბათ, ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი თავის შანსს უკეთესად "კლივლენდ კავალიერსში" უფრო გამოიყენებს, შეძლებს გუნდის შემადგენლობა გააახალგაზრდავოს და ამავდროულად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

ამ გაცვლით "ინდიანა" გამოცდილ ცენტრს მიიღებს, ხოლო "კავალიერსი" - ახალგაზრდას, რომლის კარგად გამოყენებაც გუნდს საკმაოდ გააძლიერებს. ამასთან ერთად, გოგას გაცილებით მეტი დრო მიეცემა თავის გამოსაჩენად, ვიდრე ამას "პეისერსის" რიგებში იღებს.

მაკგით ასევე "ტორონტო რეპტორსი" და "მაიამი ჰიტია" დაინტერესებული.

მომზადებულია clutchpoints-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგ ტერნერის ადგილი არის მოსკოვის სკაში.ტკაჩენკო იყოს მოწმედი მიუჩენდა თავის ადგილს.
dsag
15:41 22-03-2021
8
მაგარია ზALIAN, ABA MAND ღODIშ EG 36 წუთს მიიღებს. ეგ ტერნერი თან აზრზე არაა, ესეიგი ინდიელი ნაციონალისტები არიან./
dsag
15:40 22-03-2021
16

სიახლეები პოპულარული