შეზღუდული დროით, თუმცა აგრესიულად! გოგამ გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 21 მარტს, "მაიამი ჰიტმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 109:106 დასრულდა.

"პეისერსის" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 9:20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო კი მაილის ტერნერი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა.

თავის მხრივ, "მაიამის" რიგებიდან შესანიშნავად ითამაშა ბემ ადებაიომ, რომელმაც თავი 29 ქულით, 10 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

სოლიდური შეხვედრის მიუხედავად, ჯიმი ბატლერმა ბოლო წუთები ჩააგდო და
შეხვედრა პირადად წააგო. ბატლერმა გუნდს 21 ქულა, 15 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ინდიანა" 19 გამარჯვებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "მაიამი" 22 მოგებითა და 21 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 23 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰიტი" 24 მარტს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატლერს რომ არ "ევაჟკაცა"და მაიამის მოეგო,ეს მთლიანად ინდიანას მწვრთნელის ნამუსზე იქნებოდა.ბოლო წუთებში,გუნდის თამაში მთლიანად დაიშალა,მას წუთშესვენება ჰქონდა და მაინც არ გამოიყენა.კიდევ კარგი ჯარიმა გააფუჭა ბატლერმა.მაიამი სამქულიანებსაც საშინლად ისროდა და მაინც დანის პირზე გაიარა ინდიანამ,მხოლოდ ოვერტაიმში მოიგო.გოგა,დაცვაში კარგად მუშაობდა,თავდასხმაშიც ბლოკებით კარგად ხსნიდა ზონებს,მაგრამ სასროლ პოზიციაზე,პარტნიორები პასს არ აძლევდნენ და ეს,აშკარად ჩანდა.ეტყობა, უფრო შავი სამუშაოს შესრულება ავალია
სოსო
12:56 22-03-2021
0

სიახლეები პოპულარული