დღეს, 24 მარტს, "ნიუ ორლეან პელიკანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 17-ქულიანი უპირატესობით, 128:111 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ყოფილმა "ლეიკერმა" ბრენდონ ინგრამმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა ვარსკვლავის ანგარიშზე 36 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ზაიონ უილიამსონმა თავი 27 ქულას, 9 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა.
კალიფორნიელების მხრიდან საუკეთესო მონტრზელ ჰარელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.
კაილ კუზმამ 16 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, 19 გამარჯვებითა და 24 მარცხით "პელიკანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ლეიკერსი" 28 მოგებითა და 16 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
"ნიუ ორლეანი" მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ლეიკერსს", "ყვითლები" 26 მარტს "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.