დღეს, 31 მარტს, "დენვერ ნაგეტსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 104:95 დაამარცხა.
მასპინძლებიდან შესანიშნავი შეხვედრა გამართა ჯამალ მარიმ, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 27 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "ფილადელფიას", სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ტობიას ჰარისი და ბენ სიმონსი იყვნენ.
ჰარისმა თავი 12 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2-იც ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ბენ სიმონსმა გუნდს 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, 29 გამარჯვებითა და 18 მარცხით "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ფილადელფიას" 32 მოგება და 15 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთს ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინსაც" ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი აქვს.
"ნაგეტსი" მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფილა" ამავე რიცხვში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.