შეუჩერებელი დონჩიჩი, დაძაბულობა და შეწყვეტილი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 აპრილს, "დალას მავერიკსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 8-ქულიანი უპირატესობით, 111:103 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ჯაზის" რიგებიდან მაიკლ კონლი გამოირჩა, რომელმაც თავი 28 ქულით, 3 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"მავერიკსი" 28 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. "იუტა" 38 მოგებითა და 12 წაგებით ამავე დასავლეთში 1-ელ ადგილზე იმყოფება.

"დალასი" მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "დალასი"
იმავე რიცხვში "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული