ვარსკვლავები ერთმანეთის პირისპირ - კარის 47 ქულას ტეიტუმმა 44-ით უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 აპრილს, "ბოსტონს სელტიქსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 119:114 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ჯეისონ ტეიტუმმა სუპერ შეხვედრა ჩაატარა. ტეიტუმმა 44 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", ფენომენალურ ფორმაში იმყოფება სტეპ კარი, რომელმაც ამჯერად 47 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "ოქროს ბიჭუნა" 19 ნასროლი სამქულიანიდან 11 ზუსტად მოათავსა.

ამრიგად, 31 გამარჯვებითა და 26 მარცხით "სელტიკსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. "უორიორსს" 28 მოგება და
29 წაგება აქვს, რითაც დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებს.

"კელტები" 20 აპრილს "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება, "ოქროს შტატელები" იმავე რიცხვში "ფილადერლფიას" შეხვდებიან.

altსუპერვარსკვლავების მორიგი გამარჯვება! უესტბრუქი ისტორიულ რეკორდს უახლოვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული