შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი კარიერას "ბრუკლინ ნეტსში" გააგრძელებს

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ლიდერი მაიკ ჯეიმსი კარიერას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, "ბრუკლინ ნეტსს" შეუერთდა.

მაიკი NBA-ში ყოფნის დროს მოედანზე 19.1 წუთს ატარებდა, რა დროშიც 9.3 ქულას, 2.5 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მისი ამერიკული კარიერა 2017 წელს "ფინიქს სანსში" დაიწყო. 2018 წელს გამთამაშებელი "ნიუ ორლეანს პელიკანსში" გადაბარგდა, იმავე წელს კი საბერძნეთში, კერძოდ, "პანათინაიკოსში" გადავიდა, საიდანაც მისმა ევროპულმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ძლიერია,მაგრამ არ უყვარს კოლექტიური თამაში და ამის გამო,ხშირად ზარალდებოდა მისი კლუბი.
სოსო
16:20 20-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული