დღეს, 21 აპრილს, "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 134:129 დასრულდა.
კევინ დურანტის არყოფნაში გუნდს კაირი ირვინგმა ულიდერა. კაირის ანგარიშზე 32 ქულა, 2 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "პელიკანსს", საუკეთესო კვლავაც ზაიონ უილიამსონი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ნეტსი" 39 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. "ნიუ ორლეანსი" 25 გამარჯვებითა და 33 წაგებით დასავლეთში მე-11 ადგილს იკავებს.
"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. "პელიკანსი" 23 აპრილს "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება.