სუპერვარსკვლავი დიდხნიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა შეხვედრა აშკარად ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 აპრილს, "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 115:110 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც თავი 30 ქულით, 9 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", გუნდს დაუბრუნდა ენტონი დევისი. სუპერვარსკვლავმა შეხვედრა აშკარად ჩააგდო. დევისის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება გახლდათ.

კალიფორნიელების რიგებიდან საუკეთესო დენის შროდერი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 2 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, 32 გამარჯვებითა და 25 მარცხით "მავერიკსი" დასავლეთ კონფერენციაში
მე-7 ადგილზე იმყოფება. "ლეიკერსი" 35 მოგებითა და 24 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 25 აპრილს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული