სუპერვარსკვლავი სახლში დაბრუნდა, მისი ყოფილი გუნდი გაანადგურა და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 აპრილს "ოკლაჰომა სითი თანდერმა" "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 129:109 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთსო ტეო მალედონი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 2 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შეასრულა.

რაც შეეხება "ვიზარდს", სუპერდუეტმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. 

რასელ უესტბრუქმა ყოფილ გუნდს მორიგი სამმაგი დუბლი, რიგით 170-ე შეუსრულა და ისტორიული რეკორდის გამეორებამდე 11 ასეთი შეხვედრაღა სჭირდება. "კუ ნინძას" ანგარიშზე 37 ქულა, 11 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ბრედლი ბილმა თავი 33 ქულით, 6 მოხსნით, 3
შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "ოკლაჰომა" 20 მოგებითა და 40 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, "ვაშინგტონი" 26 გამარჯვებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთში მე-10 ადგილს იკავებს.

"თანდერი" მომდევნო შეხვედრას 27 აპრილს, "ფილადელფიის" წინააღმდეგ გამართავს, "დედაქალაქელები" 26 აპრილს "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდებიან.

altსაუკეთესოების ჭიდილში გუნდურობამ იმარჯვა [VIDEO]

altდეკადის საუკეთესო და ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებლების დაპირისპირება ღირსეული გამარჯვებულით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული