სუპერდუეტმა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაძაბულ დაპირისპირებაში შეწყვიტა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 146:143 დასრულდა.

"სპურსის" რიგებიდან საუკეთესო გუნდის ლიდერი დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც 37 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დეჟანტე მარიმ თავი 25 ქულით, 17 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", დედაქალაქელებიდან ბრედლი ბილმა გუნდს 45 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 22 ქულა, 13 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "სან ანტონიო"
31 გამარჯვებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, 8-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ კი "ვიზარდსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილამდე აღზევდა. დედაქალაქელებს 27 მოგება და 34 მარცხი აქვთ.

"სპურსი" მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს. "ვაშინგტონი" იმავე რიცხვში "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული