მოქმედი ჩემპიონები ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ და საგრძნობლად დაქვეითდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მაისს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 121:114 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე კაილ კუზმა გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "ტორონტოს", საუკეთესო პასკალ სიაკამი გახლდათ, რომელმაც თავი 39 ქულით, 13 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

კაილ ლოურიმ გუნდს 37 ქულა, 2 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად,
"ლეიკერსი" 36 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. "რეპტორსი" 27 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთში მე-11 ადგილს იკავებს.

კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას 4 მაისს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავენ. კანადელები 5 მაისს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდებიან.

altსაუკეთესოთა დაპირისპირებაში კალათბურთმა იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული