ორგზის საუკეთესო მოთამაშემ სუპერგუნდი მეორედ დაამარცხა... თანაც რა პერფორმანსით? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 მაისს, "მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 6-ქულიანი უპირატესობით, 124:118 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. შეგახსენებთ, 2 მაისს "ირმებმა" "ბრუკლინი" 117:114 დაამარცხა და იქ იანისი კვლავაც საუკეთესო იყო.

რაც შეეხება "ნეტსს", საუკეთესო მექულე კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

კევინ დურანტმა 32 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და
2 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, 41 გამარჯვებითა და 24 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. "ბრუკლინი", თავის მხრივ, 43 მოგებითა და 23 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-2 ადგილზე იმყოფება.

"ირმები" მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. "ნეტსი" 7 მაისს "დალას მავერიკსს" დაუპირისპირდება.

altსასწაული დაპირისპირება მილუოკში! ლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული