დღეს, 21 მაისს "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 142:115 დაამარცხა. ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში გავიდნენ, "პეისერსმა" კი მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
"ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, თუმცა ქართველმა სამწუხაროდ შეხვედრა აშკარად ჩააგდო. გოგამ მოედანზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 0 ქულა (0/3), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულა, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ვიზარდს", საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ, პირველ შეხვედრას "ფილადელფიის" წინააღმდეგ 23 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.
თუ მეტი წუთები უნდა ორჯერ მეტი უნდა იშრომოს და იმ ცოტა დროშიც რასაც აძლევენ, ლომივით უნდა გამოვიდეს პარკეტზე და დაანახოს ყველას რო მეტს იმსახურებს( ქეცბას გოლი მახსენდება ნიუკასლში)
და კიდე ძაან არ მომეწონა მწვრთნელთან ინციდენტი და გუშინდელი უაზრო ტექნიკური, ტოცა გატ...ბა გინდა მაგარი უნდა იყო
რა -25-30 შემოიყვანა? 36 :34 იყო მე მგონი ქულა ქულაში მიდიოდა თამაში ეგ რო შემოვიდა და ეგრევე 50 :36 გაექცა ვაშინგტონი... და გამოცვალა იასნა, შემდეგ შემოყვანაზეც მასე იყო