გოგამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო.. "ინდიანა" პლეი-ოფს მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 მაისს "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 142:115 დაამარცხა. ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში გავიდნენ, "პეისერსმა" კი მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

"ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, თუმცა ქართველმა სამწუხაროდ შეხვედრა აშკარად ჩააგდო. გოგამ მოედანზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 0 ქულა (0/3), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულა, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ვიზარდს", საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ,
რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ, პირველ შეხვედრას "ფილადელფიის" წინააღმდეგ 23 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა როდისღაც უნდა მოასწროს ყველაფერი.
dsag
21 მაისი 2021 15:32
0
საერთოდ არ იმსახურებდნენ პლეიოფს. რაც შეეხება გოგას მომაბეზრებელია მაგის ინერტულობა მამუკელაშვილისგან როგორ უნდა ისწავლო უკვე ნბას მოთამაშემ და ეს პოპკორნები კიდევ. მაგის ადგილას ისე უნდა გქონდეს ნავარჯიშები, რომ ეგეთ სიტუაციაში ბურთი დაითრიო და სამიანი მაინც გაუშვა.
dsag
21 მაისი 2021 15:31
1
ნუ აბრალებთ სულ ვიღაც სხვას, ხან ერთ მწვრთნელს ხან მეორეს ხან მსაჯს ხან აგენტს, ხან მიშას და ხან ბიძინას, თუ კარგი გინდათ სპორცმენისგან მას ინდა მოსთხოვო გაუმჯობესება და შრომა. საერტოდ არ მოუმატებია თითქმის რაც შტატებში გადავიდა, როგორ მოძრაობს პარკეტზე , თითქოს მოდუნებულია...
თუ მეტი წუთები უნდა ორჯერ მეტი უნდა იშრომოს და იმ ცოტა დროშიც რასაც აძლევენ, ლომივით უნდა გამოვიდეს პარკეტზე და დაანახოს ყველას რო მეტს იმსახურებს( ქეცბას გოლი მახსენდება ნიუკასლში)
და კიდე ძაან არ მომეწონა მწვრთნელთან ინციდენტი და გუშინდელი უაზრო ტექნიკური, ტოცა გატ...ბა გინდა მაგარი უნდა იყო
გოგა
21 მაისი 2021 14:03
2
რა თამაში ჩააგდო, საერთოდ თამაშს უყურეთ, თუ სტატისტიკას გადახედეთ მარტო? 25 ქულიან სხვაობაზე შემოიყვანა, საბონისმა იფაფხურა და რა, 25-30 ქულიანი ჰანდიკაპი, მერე შემოიყვანა გოგა, როცა აზრი აღარ ჰქონდა არაფერს, საბონისი უდაოდ კარგია, მაგრამ არა იმდენად, რომ ნბა-ს კლუბს ულიდეროს, ისეთივე შედეგი აქვს ინდიანას, რა დონის ლიდერიც ჰყავს, გოგამ სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს კლუბი და გადავიდეს ისეთ კლუბში, სადაც მას სწორად გამოიყენებენ და პროგრესის საშუალებაც ექნება, ძალიან ძნელია ასე, როცა საერთოდ არ გენდობიან, ეს საშინელებაა, არც ხვიჩა არ იქნებოდა იმ დონეზე, სლუცკის ხელში რომ არ აღმოჩენილიყო და ლოკოში დარჩენილიყო. ასე რომ გოგამ კი არ ჩააგდო თამაში, მწვრთნელმა ჩააგდო ეს თამაშიც და ზოგადად სეზონიც. გოგა ითამაშებს დიდ კალათბურთს, ხოლო მაგ მწვრთნელისგან არასოდეს არ დადგება არაფერი, აი ასე.
21 მაისი 2021 13:08
6
კაი თუ ძმა ხარ რა... მეც მაგრა ვქომაგობდი გოგას რო გადავიდა მანდ, ღამეებს ვათევდი მაგის თამაშის სანახავად, მარა ქომაგობამ არ უნდა დაგაბრმავოს.
რა -25-30 შემოიყვანა? 36 :34 იყო მე მგონი ქულა ქულაში მიდიოდა თამაში ეგ რო შემოვიდა და ეგრევე 50 :36 გაექცა ვაშინგტონი... და გამოცვალა იასნა, შემდეგ შემოყვანაზეც მასე იყო
გოგა
21 მაისი 2021 13:26
5
გოგამ ვერ ითამაშა კარგად მაგრამ საბონისი ჩავარდა და ამიტომ წააგეს, ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია. სწრაფად იტვირთება ფოლებით და შეტევაშიც უცნაურად იქცევა. გოგა როცა ჩაერთო თამაშში უკვე 20 ქულას აგებდნენ და აღარც არაფერი ეტყობოდათ რამის შემომტრიალებლობის. შემდეგ სეზონში იმედია ეს დრო სტაბილურად ექნება და მერე კი მოუმატებს.
gia
21 მაისი 2021 13:08
5
პირველ პერიოდში ინდიანა იგებდა და მხოლკოდ ბოლო წუთზე გავიდა წინ,3 ქულით,ვაშინტრონი.მეორე პერიოდი,გოგამ დაიწყო და მთელ ხუთეულთან ერთად,ისიც ძალიან ცუდი იყო.დაცვა,საერთოდ არ თამაშობდა,გოგა კი,არც შეტევაში და არც დაცვაში,ხეირიანს,ვერაფერს შვრებოდა.ვაშინგტონმა თამაშის ტაქტიკა შეცვალა და ინდიანამ,ვერაფერი დაუპირისპირა.განწირულები ჩანდნენ.ძალიან ნელი იყო,ინდიანა.ბოლო პერიოდი კი ითამაშა,გოგამ,მაგრამ თამაში უკვე დამთავრებული იყო და უბრალოდ ჩაამთავრეს.ძალიან გამიცრუა იმედები.მგონი ადრე მოუვიდა წასვლა.ყველაფერი არ ჰქონდა ნასწავლი,ამერიკაში კი,არავინ დაგიწყებს ლოდინს,ან სწავლებას.აქ უნდა დაემთავრებინა, საკალათბურთო განათლება და მერე წასულიყო.ახლა კვარაცხელია მგონია მსგავს მდგომარეობაში.ძალიან ნიჭიერია,გრანდებსაც აინტერესებთ,მაგრამ სწავლა ჯერ არ დაუმთავრებია.თუ გარისკა და წავიდა,შეიძლება ისე მოხდეს,რომ ამ დაუმთავრებელი საფეხბურთო განათლების გამო, ძირითადში ვერ მოხვდეს,შემდეგ კი ისე ჩაქრეს,როგორც ცეცხლიდან გადმოდგმული ერბოკვერცხი.წასვლის დროის შერჩევასაც, ეტყობა თავისი ცოდნა უნდა.ყველაფერზე ეტყობა,რბილი ხასიათის ბიჭია და მგლების ხროვაში,შენც თუ მგელი არა ხარ,სხვა მგლები შეგჭამენ.ტოტიასავით.
სოსო
21 მაისი 2021 17:54
0
კაცმა 17 წუთში მეტოქის კალათში ბურთი ვერ ჩააგდო და საბონისი ჩავარდა?!
aburjga
21 მაისი 2021 17:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული