საუკეთესო მსროლელი საუკეთესო ახალგაზრდამ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი-ოფში გადიოდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 117:112 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან სტეფ კარიმ მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა, "ოქროს ბიჭუნას" ანგარიშზე 39 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ.

სამმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 11 ქულა, 16 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "მემფისს", საუკეთესო ახალგაზრდამ, ჯა მორანტმა თავი 35 ქულით, 6 მოხსნით, 6-იც შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად,
"გრიზლი" პლეი-ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე "იუტა ჯაზი" იქნება. პიველი შეხვედრა 23 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება, "გოლდენ სტეიტმა" კი სეზონი ნაადრევად დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დაძაბული და მაგარი თამაში გამოვიდა.გოლდენ სტეიტი პლეიოფს გარეთ და ვაშინგტონი პლეი ოფში?
სოსო
15:36 22-05-2021
0

სიახლეები პოპულარული