დაძაბული ბოლო წუთები, ჩხუბი, განათების ჩაქრობა და "ფილადელფიის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ატლანტა ჰაუქსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 104:99 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 5 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ფილადელფიას", ჯოელ ემბიდმა გუნდს 22 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

ჯოელს მხარი ტობიას ჰარისმა და სეტ კარიმ აუბეს, რომლებმაც თანაბარი 24-24 ქულა დააგროვეს.

დაძაბულობამ პიკს ბოლო 4 წუთში მიაღწია, "ფილას" კამერუნელი ცენტრი, ჯოელ ემბიდი ჯონ
კოლინსის წაქცევისთვის შეტევაში დააჯარიმეს, ეს უკანასკნელი კი "ქორების" ერთ-ერთ ლიდერს ზედ გამეტებით დაეცა, რაზედაც ჯონმა პასუხი უმალ დაუბრუნა. ამის შემდეგ კი კალათბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რამდენიმე არასახარბიელო სიტყვა ერთმანეთში გაცვალეს, საბოლოოდ, თითქოს და ყველაფერი ჩაწყნარდა და შეხვედრს დასრულებამდე 2 წუთით ადრე "ატლანტა ჰაუქსის" მოედანზე შუქი ჩაქრა, პრობლემის აღმოფხვრამდე კი გულშემატკივარმა მობილური ტელეფონის სანათით ულამაზესი "ფლეშმობი" შემოგვთავაზა.

ამრიგად, "ქორებმა" პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის საკუთარ მოედანზე დასრულება ვერ მოახერხა, ყველაფერი 21 ივნისს, ფილადელფიაში გადაწყდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული