1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გამოვლინდა.

"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 130:103 დასრულდა. ამ გამარჯვებით "სანსმა" სერია 4:2 დახურა და 1993 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს სუპერფინალში.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით, 4 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

დევინ ბუკერმა 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "კლიპერსს", მარკუს მორისმა გუნდს 26 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი
გადაცემა და 1-იც დაფარება შესძინა.

პოლ ჯორჯის ანგარიშზე 21 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

"ფინიქსი" კონფერენციის ფინალში "მილუოკი ბაქსსა" და "ატლანტა ჰოუქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სერიაში ანგარიში 2:2 გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული