კარის ლიდერობით "გოლდენ სტეიტი" წინ უდანაკარგოდ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტმა" მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად, "ოქროსშტატელები" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრნენ და 106:98 დაამარცხეს.

სტუმართა შემადგენლობიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ენდრიუ უიგინსმა თავი 21 ქულით, 4 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ოკლაჰომას", შაი გილოს ალექსანდერმა 30 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტმა" სეზონის სტარტზე გამართული 4 შეხვედრიდან ოთხივე მოიგო მომდევნო მატჩს
კი 29 ოქტომბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს.

საპირისპიროდ, 4-ივე შეხვედრა დათმო "თანდერმა", მომდევნო მატჩს კი ხვალ, 28 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული