ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 107:104 დასრულდა.

ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში (1 კვირას გამოტოვებს მიკროტრავმის გამო) მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 18 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კვლავ კარგად ითამაშა კარმელო ენტონიმ, რომელმაც ამჯერად 21 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

სტუმართა მხრიდან შაი გილოს
ალექსანდერმა 28 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

ამრიგად, კალიფორნიელებს 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვთ, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ოკლაჰომას" 2 მოგება და 6 წაგება აქვს... აღსანიშნავია, რომ "თანდერმა" ორივე მატჩი "ლეიკერსს" მოუგო. მომდევნო შეხვედრაში კი "სან ანტონიო სპურსს" (8 ნოემბერი) დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული