"ჩიკაგოს" ლიდერების 89 ქულა - შესანიშნავი შეხვედრები NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 130:118 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო მექულე ქემ რედიში გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ტრეი იანგმა გუნდს 29 ქულა, 1 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება "ბულზს", დემარ დეროუზანმა თავი 35 ქულით, 5 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ზაკ ლავინმა 30 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ნიკოლა ვუჩევიჩმა აქტივში 24 ქულა, 17 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება
ჩაიწერა.

ამრიგად, "ჰოუქსი" 15 გამარჯვებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ჩიკაგოს", "ბულზი" 21 მოგებითა და 10 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს. ეს გუნდები 30 დეკემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 124:108 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან მარკუს მორისმა 24 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "ნეტსს", ჯეიმს ჰარდენმა თავი 39 ქულით, 8 მოხსნით, 15 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "კლიპერსი" 17 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბრუკლინი" 23 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთში 1-ელ პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 31 დეკემბერს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული