ბოლო წამზე სასწაული სამქულიანით "ნიქსმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 108:105 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ევან ფურნიე გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით (10/14 სამქულიანი), 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

მატჩის გმირი არჯეი ბარეტი გახდა. 21 წლის კალათბურთელმა 0.1 წამით ადრე ჯეისონ ტეიტუმის ხელიდან მატჩის მომგები 3-ქულიანი ჩააგდო და ნიუიორკელებს "კელტების" დამარცხებაში დაეხმარა. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, ბარეტმა 13 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბოსტონის" მხრიდან ტეიტუმმა აქტივში 36 ქულა (
6/11 სამქულიანი), 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩიწერა.

ამრიგად, "ნიქსი" 19 გამარჯვებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. "სელტიკსი" 18 მოგებითა და 21 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს.

ეს გუნდები 9 იანვარს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გადევირიე იმნაირი სასწაული იყო...
ჰოი, საოცრებავ...
12:05 07-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული