ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "დალას მავერიქსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 112:85 დასრულდა. შეგახსენებთ, "გრიზლის" ზედიზედ 11 მოგება ჰქონდა და ტექსასელებმა ამ კარგი სვლის შეჩერება მოახერხეს.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა, აღსანიშნავია საუკეთესო ახალგაზრდას 8 შეცდომაც, რაც მართლაც, რომ ბევრია.
რაც შეეხება "დალასს", ლუკა დონჩიჩმა 27 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მართალია გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს სლოვენიელის 6 შეცდომა.
ამრიგად, "გრიზლი" 30 გამარჯვებითა და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, "ჩიკაგო ბულზსის" წინააღმდეგ გამართავს.
"მავერიქსი" 23 მოგებითა და 19 მარცხით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 16 იანვარს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ ჩაატარებს.