ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 101:95 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
რასელ უესტბრუქმა თავი 15 ქულით, 8 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია რასელის ბრწყინვალე ჩატენვაც, რომელიც სუპერვარსკვლავმა რამდენიმეგზის საუკეთესო დამცველის, რუდი გობერის წინააღმდეგ შეასრულა.
"იუტას" მხრიდან გობერი გამოირჩა, რომელმაც აქტივში 19 ქულა, 16 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 22 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ჯაზი" 29 გამარჯვებითა და 15 წაგებით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში კი (20 იანვარს) "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდება.