"ლეიკერსი" აუტსაიდერთან დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჰიუსტონ როკეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 139:130 დაამარცხა. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ, 120:120 დასრულდა, დამატებით დროში კი ტეხასელებმა იმარჯვეს.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეილინ გრინი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 3 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 23 ქულა, 14 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ლებრონს შეეძლო ორ ნაბიჯში შესვლით მარტივი 2 ქულა აეღო, თუმცა ბურთი
პერიმეტრზე კარმელო ენტონის გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ვერ ჩააგდო.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ჰიუსტონი" 17 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს 12 მარტს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლეიკერსი" 28 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული