ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.

"ბოსტონ სელტიკსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 31 ქულით (მატჩის მომგები 2 ქულიანი ჩააგდო), 4 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

"ნეტსის" შემადგენლობიდან კაირი ირვინგმა გუნდს 39 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

კევინ დურანტმა 23 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა,
1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "კელტები" სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. მე-2 მატჩი 21 აპრილს გაიმართება.

სხვა შეხვედრები:

"მაიამი ჰიტი" - "ატლანტა ჰოუქსი" - 115:91

"მილუოკი ბაქსი" - "ჩიკაგო ბულზი" - 93:86

"ფინიქს სანსი" - "ნიუ ორლეან პელიკანსი" - 110:99
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული