"მილუოკიმ" "ჩიკაგო " გაანადგურა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსი" "ჩიკაგო ბულზსს" ესტუმრა და 111:81 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო გრეისონ ალენი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

იანის ანტეტოკუმპომ და ბობი პორტისმა თანაბარი 18-18 ქულა დააგროვეს.

მასპინძლების შემადგენლობიდან ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბაქსი" სერიაში 2:1 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

სხვა თამაშები:

"ატლანტა ჰაუქსი" - "მაიამი ჰიტი" - 111:110

"ნიუ ორლეანს პელიკანსი"
- "ფინიქს სანსი" - 111:114

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული