ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ბოსტონ სელტიკსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 116:108 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 34 ქულით, 18 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 16 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
"კელტების" შემადგენლობიდან ალ ჰორფორდმა და ჯეისონ ტეიტუმმა თანაბარი, 30-30 ქულა მიითვალეს.
ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა გუნდს 18-18 ქულა შესძინეს.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე შეხვედრა 12 მაისს, "ბოსტონის" მოედანზე გაიმართება.
სხვა მატჩი:
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "მემფის გრიზლი" - 101:98 (3:1)