მაგარი მატჩები NBA-ში - "მილუოკმა" გასვლა მოიგო, "მემფისმა" "გოლდენ სტეიტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სტადიაზე "მილუოკი ბაქსი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 110:107 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 40 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 24 ქულა, 8 მოხსნა, 8-ც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე
დაფარება შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა 26 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ბაქსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს, საკუთარ მოედანზე გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალის საგზურს მოიპოვებს.


თითქოსდა ჯა მორანტის გარეშე განწირულმა "მემფისმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 134:95 გაანადგურა.

საუკეთესო ახალგაზრდამ ტრავმა მიიღო და პლეი-ოფში თამაშს ვეღარ მოახერხებს.

"მემფისის" შემადგენლობიდან სამმა კალათბურთელმა: დილონ ბრუკსმა, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა და დესმონ ბეინმა, 21-21 ქულა ჩააგდო.

"ოქროსშტატელების" მხრიდან კლეი ტომპსონმა 19, ხოლო სტეფ კარიმ 14 ქულა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" 3:2 იგებს, 14 მაისს კი სერიის დახურვას "საკუთარ კედლებში" შეეცდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული