მაგარი მატჩი მილუოკიში - "ბოსტონმა" ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ბოსტონ სელტიკსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 116:108 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 34 ქულით, 18 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ 16 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

"კელტების" შემადგენლობიდან ალ ჰორფორდმა და ჯეისონ ტეიტუმმა თანაბარი, 30-30 ქულა მიითვალეს.

ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა გუნდს 18-18 ქულა შესძინეს.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე შეხვედრა 12 მაისს, "ბოსტონის" მოედანზე გაიმართება.

სხვა მატჩი:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" -
"მემფის გრიზლი" - 101:98 (3:1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული