კარის ლიდერობით "გოლდენ სტეიტმა" "დალასი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 112:87 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ თავი 21 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ენდრიუ ვიგინსმა და ჯორდან პულმა თანაბარი, 19-19 ქულა ჩააგდეს.

სტუმართა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ოქროსშტატელები" სერიაში დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა 21 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული