"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გახსნითი შეხვედრა მასაჩუსეტსში, ვიცე-ჩემპიონ "ბოსტონსა" და "ფილადელფიას" შორის გაიმართა. შეხვედრა "სელტიკსის" გამარჯვებით, 126:117 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან ჯეისონ ტეიტუმმა 35 ქულა (13/20), 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

35 ქულით გამოიჩინა თავი ჯეილინ ბრაუნმაც, რომელმაც აქტივში 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჩაიწერა.

მალკომ ბროგდონმა "კელტების" რიგებში სადებიუტო შეხვედრაში 16 ქულა მიითვალა.

"ფილადელფიის" მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა სეზონი ბრწყინვალედ
დაიწყო, "წვერამ" გუნდს 35 ქულა (9/14 თამაშიდან, 12/12 საჯარიმო), 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ჯოელ ემბიდმა 26 ქულა, 15 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

"ბოსტონი" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს, "ფილადელფია" 21 ოქტომბერს "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული