ახალგაზრდა ვარსკვლავის შოუ ტეხასში - ჯას 49 ქულა და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლი" "ჰიუსტო როკეტსს" ესტუმრა და 129:122 დაამარცხა.

სტუმრების შემადგენლობიდან ჯა მორანტმა მორიგი საოცარი შეხვედრა შემოგვთავაზა, 23 წლის კალათბურთელმა გუნდს 49 ქულა (17/26 თამაშიდან, გამოვყოთ 5/6 სამქულიანი), 4 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეილინ გრინმა 33 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"მემფისმა" სეზონი 2 მოგებით დაიწყო, მე-3 შეხვედრას ხვალ, 23 ოქტომბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"როკეტსი" კი 2-დან 2 მარცხით იწყებს, ხვალ "მილუოკი
ბაქსს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული