ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 104:106 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ენტონი დევისმა 22 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 6 დაფარება დააგროვა.
სტუმართა მხრიდან დემიენ ლილარდმა გუნდს 41 ქულა (6/13 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ლეიკერსმა" სეზონის სტარტზე 3-ივე შეხვედრა წააგო, "ტრეილბლეიზერსი" 3 გამართული თამაშის შემდეგ უდანაკარგოა.
რაც
შეეხება შემდეგ შეხვედრას, ორივე გუნდი "დენვერ ნაგეტსთან" ჩაატარებს, 25 ოქტომბერს ჯერ "პორტლენდი" ითამაშებს, 27-ში კი - "ლეიკერსი".
"გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 130:125 დაამარცხა.
სტეფ კარიმ თავი 33 ქულით (7/12 სამქულიანი), 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ენდრიუ უიგინსმა და ჯორდან პულმა თანაბარი, 24-24 ქულა ჩააგდეს.
"საკრამენტოს" მხრიდან 26 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა დეარონ ფოქსმა.
დომანტას საბონისის ანგარიშზე კი 19 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამრიგად, "უორიორსს" 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, 26 ოქტომბერს კი "ფინიქს სანსს" შეხვდება.
"კინგსმა" 3 გამართული თამაშის შემდეგ ვერც ერთი ვერ მოიგო, 29 ოქტომბერს კი "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.