ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 95:93 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან პოლ ჯორჯმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა, კალიფორნიული გუნდის ვარსკვლავმა თავი 35 ქულით, 9 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 6 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. პოლი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მსგავსი სტატისტიკა დააფიქსირა.
ჯორჯს მხარი ივიცა ზუბაცმა აუბა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.
"როკეტსის" შემადგენლობიდან კენიონ მარტინ ჯუნიორმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "კლიპერსი" 3 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება, "ჰიუსტონი" 1 მოგებითა და 7 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს.
ეს გუნდები 3 ნოემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ეს კი სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტია...