დევისისა და ლებრონის კომბინირებული 69 ქულა და გამარჯვება "დეტროიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "დეტროიტ პისტონსს" ესტუმრა და 124:117 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა თავი 35 ქულით, 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ენტონი დევისმა გუნდს 34 ქულა, 15 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

"პისტონსის" შემადგენლობიდან ბოიან ბოგდანოვიჩმა 38 ქულა (6/12 სამქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსი" 11 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 14 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის"
წინააღმდეგ ჩაატარებს.

"დეტროიტი" 7 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული