დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში 119:113 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩის დასრულებამდე 1:39 წუთით ადრე "მილუოკი" 8 ქულით იყო წინ, თუმცა დეროუზანის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეხვედრა 106:106 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

ოვერტაიმში "ბულსმა" მეტოქეს აჯობა და 6 ქულის სხვაობით დაამარცხა.

დეროუზანმა 42 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"მილუოკის" მხრიდან თავი იანის ანტეტოკუნმპომ გამოიჩინა, ბერძენმა ვარსკვლავმა თავი 45 ქულით, 22 მოხსნით, 7 შედეგიანი
გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ჩიკაგო" 15 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, "ხარები" მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბაქსი" 22 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. "მილუოკი" 31 დეკემბერს "მინესოტას" დაუპირისპირდება.

altსაოცარი ლუკა დონჩიჩი - 60 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და შოუ "ნიუ იორკის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული