ლებრონისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - ჯეიმსის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ატლანტა ჰაუქსს" ესტუმრა და 130:121 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, 38 წლის კალათბურთელმა 39:22 წუთში 47 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "მეფემ" 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.

"ანგელოზების" რიგებიდან ტომას ბრაიანტმა 19 ქულის, 17 მოხსნისა და 1 ასისტის შესრულება მოახერხა.

რასელ ვესტბრუკმა 14 ქულა, 11 შედეგიანი პასი და 8 მოხსნა მიითვალა.

"ატლანტადან" ტრეი იანგმა საკუთარ გუნდს 29 ქულა, 3 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.

ამგვარად, "ლეიკერსი" 15 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ
კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, კალიფორნიელები მორიგ მატჩს 3 იანვარს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ატლანტა" 17 მოგებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, ნეით მაკმილანის გუნდი 3 იანვარს "გოლდენ სტეიტ ვორიორსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორაა მარტო ციფრები? მართლა ეგრე რომ იყოს ასეთი თუ არა მიახლოებელი პერფომარსები ხშირად ექნებოდა და მისი გუნდი მე9-ზე ანუ პლეიოფის ზონის მიღმა არ იქნებოდა.
რრრ
31 დეკემბერი 2022 17:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული