იოკიჩმა გუნდს 30 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
სტუმართა მხრიდან ჯეილენ ბრაუნმა 30 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"კელტების" მეორე ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, 24 მოგებითა და 12 მარცხით "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. მაიკლ მელოუნის გუნდი მორიგ მატჩს 3 იანვარს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.
"სელტიკსი" 26 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. "ბოსტონი" 4 იანვარს "ოკლაჰომას" ესტუმრება.
ნიკოლა იოკიჩის ისტორიული საღამო - სერბმა კალათბურთელმა ლეგენდარული ჩემბერლენი ჩამოიშორა [VIDEO]