ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 122:121 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით (10/18), 5 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 23 ქულა (8/21), 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
გამოსარჩევია დენის შროდერის თამაშიც, რომელმაც 19 ქულა (4/11), 8 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სწორედ რასელისა და დენისის შესანიშნავი თამაშით მოახერხა კალიფორნიულმა გუნდმა გამარჯვება.
რაც შეეხება "მემფისს", ჯა მორანტმა გუნდს 22 ქულა (9/29), 3 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ბრენდონ კლარკმა და ტაის ჯონსმა თანაბარი 20-20 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "ლეიკერსი" 20 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 23 იანვარს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"გრიზლი" 31 მოგებითა და 13 მარცხით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, 23 იანვარს კი "ფინიქს სანსს" შეხვდება.