სტეფის 50 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "კლიპერსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 134:126 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კავაი ლეონარდმა თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა 24 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 50 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "კლიპერსი" 37 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 მარტს, "ორლანდო მეჯიქთან" ჩაატარებს.

"გოლდენ სტეიტი" 36 გამარჯვებითა
და 34 მარცხით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეა, ხანდახან 50 ქულა გამარჯვებისთვის არ კმარა, ამიტომ ორმაგად აფასებენ ზაზას როლს ჩამშლელის პოზიციაზე გოლდენ სტეიტში!
ლაშა
11:49 16-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული