ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 134:126 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან კავაი ლეონარდმა თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა 24 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 50 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "კლიპერსი" 37 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 მარტს, "ორლანდო მეჯიქთან" ჩაატარებს.
"გოლდენ სტეიტი" 36 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.