ტეიტუმისა და ბრაუნის კომბინირებული 70 ქულა - "ბოსტონმა" ლიგის საუკეთესო გუნდი 41 ქულით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 140:99 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 40 ქულით, 8 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჯეილინ ბრაუნმა 30 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "ბაქსი" 55 მოგებითა და 22 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, 3 აპრილს კი "ფილადელფიას" შეხვდება.

"სელტიკსი" 53 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2
პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს, "იუტა ჯაზთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული