ტრეი იანგის საოცარი მატჩი და გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამზე - "ატლანტამ" "ბოსტონი" დაამარცხა

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მე-5 მატჩში "ატლანტა ჰოუქსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 119:117 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა (2:3) შეამცირა.

"ჰოუქსის" მხრიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახდა. "ატლანტას" გამთამაშებელმა 38 ქულა, 4 მოხსნა, 13 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. "ატლანტას" ლიდერმა მატჩის ბოლო წამზე მეტოქის კალათში 3-ქულიანი მოათავსა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"კელტების" მხრიდან" ჯეილენ ბრაუნმა 35 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

ჯეისონ ტეიტუმმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა.

გუნდებს შორის მორიგი დაპირისპირება 28 აპრილს, თბილისის
დროით 00:00 საათზე გაიმართება.

დღის სხვა შეხვედრები:

"დენვერ ნაგეთსი" - "მინესოტა ტიმბერვულვსი" 112:109 (სერიაში ანგარიში 4:1)

"ფინიქს სანსი" - "ლოს ანჯელეს კლიპერსი" 136:130 (სერიაში ანგარიში 4:1)

altჯიმი ბატლერის საოცარი მატჩი - იანისის სამმაგი დუბლი "მაიამისთან" საკმარისი არ აღმოჩნდა

alt"გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

alt"ნიქსმა" "კავალიერსი" დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული