"ლეიკერსმა" მაგარი თამაში ჩაატარა, "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა, 122:101 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება.

"ლეიკერსის" მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ენტონი დევისის ანგარიშზე 17 ქულა, 20 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

ოსტინ რივსმა 23 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი, ხოლო დიანჯელო რასელმა 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა დააგროვა.

"ოქროს შტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ
თავი 32 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით გამოიჩინა.

შეხვედრა ჩააგდეს კლეი ტომპსონმა (3/19), ენდრიუ უიგინსმა (2/8) და ჯორდან პულმა (3/10), რის გამოც გუნდი დამარცხდა.

"ლეიკერსისა" და "დენვერის" ფინალური სერია 17 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მეფე არის სტეფ კარი! ახლა ძველი დრო აღარ არის, 5-ის მაგივრად 1 ვერ მოიგებს!
aburjga
18:46 13-05-2023
4
მეფე ჯერ ისევ ცოცხალია!!!
ზურა
16:07 13-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული